გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო 2022 წლის 1-ლი მარტიდან გახდება

6-09-2021

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".

პროექტის თანხმად, მოპედები უთანაბრდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც დადგენილია ნებისმიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის.

 

 „მოპედების მძღოლებს მოუწევთ მოპედების რეგისტრაცია და ახალი ტიპის - AM  კატეგორიის მართის მოწმობის აღება. მოპედების რეგისტრაცია  2022 წლის 1 მარტამდე იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო 2022 წლის 1 მარტიდან სავალდებულო", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

 

კიდევ ერთი ცვლილება, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს ის არის, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდება.

 

ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ცვლილებების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების   იმპლემენტაციაა, რის შედეგადაც, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი იქნება  ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა  ევროპული ქვეყნების მართვის მოწმობებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930