გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ლენინიზმის ნიშნები საქართველოში - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ხმაურიანი წინასაარჩევნო დასკვნა

7-09-2021

„საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესაძლო არაობიექტურობა, ძირითადად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან, რომლებიც „არანათელი  ინსტრუქციებით მოქმედებენ“, სასამართლო, რომელიც ასევე „არანათელი“ და „არაობიექტური“ ინსტრუქციებით მოქმედებს, საზოგადოების დიდი პოლარიზაცია და „ლენინიზმის ნიშნები საარჩევნო კამპანიაში“ - ასეთი იყო ეუთოს დელეგაციის მიერ საარჩევნო პროცესის შეფასება 2012 წლის აგვისტოში, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღეებს ითვლიდნენ და ყველა გზით ცდილობდნენ, ძალაუფლება შეენარჩუნებინათ.


სკანდალური ფრაზა - „ლენინიზმის ნიშნები“, სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკარდო მილიორმა გააჟღერა.


„ჩვენ მნიშვნელოვანი თავგადასავალი გვქონდა ამ ქვეყანაში (საქართველო რედ.) - ეს არის წინასაარჩევნო მონიტორინგი. ამ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისთვის.


ცოტა ლენინიზმია საარჩევნო კამპანიაში, რომლის მიზანია მტრების განადგურების მცდელობა და არა პროგრამების წარდგენა. ამ საზოგადოებაში მტრები არ არიან. მნიშვნელოვანია, პარტიებმა ხალხს აჩვენონ თავიანთი პროგრამები და იდეები. საქართველო მნიშვნელოვანი ერი და მნიშვნელოვანი ადგილია კავკასიაში“ - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.


წყარო: გაზეთი „რეზონანსი“


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031