გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის გეზში მებაჟე ოფიცრებმა კონტრაფაქციული საქონელი გამოავლინეს

8-09-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი", საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურების განხორციელებისას,  სასაქონლო ნიშნების  უკანონო გამოყენების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.
კონტრაფაქციული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 5643 ლარი შეადგინა. 
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ", საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონელი შეჩერებას და მფლობელების წერილობითი თანხმობის საფუძველზე განადგურებას დაექვემდებარა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31