გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი ზარქუა აირჩიეს

8-09-2021

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დღეს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აირჩიეს.

აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი ზარქუას კანდიდატურა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა წარუდგინა კოლეგებს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, წარდგენილი კანდიდატი ახლახან შეუერთდა კომიტეტს, თუმცა ის აქამდეც აქტიურად თანამშრომლობდა რეგიონების განვითარების მიმართულებით.  სოზარ სუბარმა ისაუბრა მისი განვლილი საქმიანობის შესახებ და ასევე აღნიშნა, რომ ის ახლახან ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი გახდა.

კომიტეტმა მოუსმინა ირაკლი ზარქუას, რომელმაც განაცხადა, რომ  „თვითმმართველობების გაძლიერება ადგილზე არის ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი დეტალი.  მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად მეც მექნება პატივი, უფრო მეტი ზედამხედველობა განვახორციელოთ რეგიონების განვითარებისთვის მიმდინარე პროექტებზე, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ადგილობრივი თვითმმართველობები".

კომიტეტმა კენჭისყრით ერთხმად დაუჭირა მხარი კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი ზარქუას არჩევას.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930