8-09-2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
პარლამენტის სპიკერების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე კახა კუჭავა კოლეგებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე ესაუბრება.
„მნიშვნელოვანია მათთან ერთად ვისაუბროთ ჩვენს დღის წესრიგზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო დაგვაახლოვოს ევროპასთან. პარლამენტის თავმჯდომარეებისგან ვიღებთ მხარდაჭერას - ეს მნიშვნელოვანია, რადგან მათ ეჭვი არ ეპარებათ იმ გზის შესახებ, რომელზეც საქართველო დგას და რის მიღწევას ვაპირებთ ჩვენ მათთან ერთად - ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ვიზიტის მეორე დღეს, კახა კუჭავამ შეხვედრა უკვე გამართა სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იგორ ზორჩიჩთან. მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ისაუბრეს.