გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

9-09-2021

პროფესიული განათლების მიღების მსურველები, რომლებიც 2021 წელს დარეგისტრირდნენ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვერ შეძლეს ტესტირებაზე (ზოგადი უნარები, ქიმია-ბიოლოგია) გამოცხადება, რადგან იმყოფებოდნენ:

 

  • „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე;
  • საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში;
  • საკარანტინო ზონაში;
  • ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
  • სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო.

შესაძლებლობა აქვთ, 2021 წლის 15 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, დასაბუთებული განცხადებით მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე: doc.info@mes.gov.ge.

 

განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს მტკიცებულება/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზემოჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ გარემოებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით პირის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში წარმოდგენილია შესაბამისი უწყების მიერ).

 

პირებმა, რომლებიც რეგისტრირებულები არიან საბაზო და საშუალო პროფესიულ პროგრამებზე და მონაწილეობას იღებენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ შიდა შერჩევებში (მოტივაციური გასაუბრება, შემოქმედებითი და სპეც. ტურები, დაწესებულების შიდა ტესტირება, პრაქტიკული სამუშაო შემთხვევები, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საბაზო ზოგადი უნარების ტესტი  და ა.შ), ზემოთაღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930