გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იოსებ ხახალეიშვილი: ინდივიდუალური შეხვედრები მეტ საშუალებას მაძლევს, ჩემი თანაქალაქელების შეხედულებებს თუ პრობლემებს უკეთ გავეცნო

9-09-2021

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მერაბ კვიცარიძესა და პარტიის წევრებთან ერთად, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ავტოქარხნის მუნიციპალიტეტის ხარებავას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.


საკუთარი საარჩევნო პროგრამისა და სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ, მოქალაქეების პრობლემები, პოლიტიკური შეხედულებები, შენიშვნები და რჩევები მოისმინა. ისაუბრა საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ქუთაისში განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობასა და თითოეული მოქალაქის ჩართულობის აუცილებლობაზე საერთო პრობლემების მოგვარების პროცესში.

"ინდივიდუალური შეხვედრები უფრო მეტად მაძლევს საშუალებას უკეთ გავეცნო ჩემი თანაქალაქელების კონკრეტულ პრობლემებს და მათ დამოკიდებულებას ქუთაისის განვითარებისთვის აუცილებელ საკითხებზე. სათქმელიც და მიდგომაც ხშირად განსხვავდება ერთმანეთსგან, მაგრამ საერთოა მიზანი - ყველას უნდა მშვიდობიანი, უსაფრთხო  გარემო არსებობისთვის, უკეთესი მომავლისთვის და  მოწესრიგებულ, ლამაზ  ქალაქში ცხოვრება და საქმიანობა.


ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ აუცილებელია ქუთაისის თანაბარი განვითარება, რაც ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, განათლების ხელშეწყობასთან ერთად, უალტერნატივო პრიორიტეტია" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031