გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კუჭავამ ავსტრიაში ვიზიტი დაასრულა

9-09-2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, რომელმაც ავსტრიაში პარლამენტების სპიკერების მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, ავსტრიაში ვიზიტი დაასრულა.

ვიზიტის ფარგლებში, ბოლო შეხვედრა კახა კუჭავამ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვოლფგანგ სობოტკასთან გამართა.

 

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას.

 

„საინტერესო და შედეგიანი სამდღიანი კონფერენცია იყო. გაიმართა ორმხრივი შეხვედრები, რომლებმაც მოგვცა საშუალება, ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან, მათთან, ვინც დაინტერესებული არიან საქართველოში განვითარებული მოვლენებით, გვესაუბრა ყველა იმ საკითხზე, გამოწვევაზე, რომელთა წინაშე დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო. ვისაუბრეთ დეოკუპაციასა და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საქართველოს დღის წესრიგში დგას. განსაკუთრებით, გამოვყოფდი ავსტრიის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრას, რომელიც დღეს გაიმართა.  იგი ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია, ვიმსჯელეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების, განსაკუთრებით, საპარლამენტო დონეზე, გაღრმავების ძალიან კარგ შესაძლებლობას. ვიტყოდი, რომ ზოგადად, საპარლამენტო დიპლომატიის შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენება ნამდვილად წარმოადგენს ჩვენს პრიორიტეტს. გაიმართება ბევრი სხვა ღონისძიებაც, სადაც საქართველო აქტიურად იქნება წარმოდგენილი",- განაცხადა კახა კუჭავამ.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ვიზიტიც შეაჯამა და განაცხადა, რომ კოლეგებმა მას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მყარი მხარდაჭერა დაუდასტურეს.

 

„ხშირად მქონდა  კოლეგებთან შეხვედრები ონლაინ ფორმატში, მაგრამ შეუცვლელია პირისპირ შეხვედრები და ამ პირისპირ შეხვედრების დროს მოსმენილი მათი მყარი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ისინი გვერდში გვიდგანან, ელოდებიან იმ ამბიციური რეფორმების განხორციელებას, გეგმების აღსრულებას, რომელიც ჩვენ დღის წესრიგით გვაქვს დაგეგმილი და დარწმუნებული ვართ, რომ მათი მხარდაჭერით და ჩვენი მუშაობით  შევძლებთ საბოლოოდ მიზნის მიღწევას",- განაცხადა კახა კუჭავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930