გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ნემსაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს

9-09-2021

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი ნემსაძე სოფლების -სურმუშის, თაბორის, ლაილაშის და ღუს მოსახლეობას პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“-ს ადგილობრივ აქტივთან ერთად შეხვდა.


ადგილობრივებთან სამომავლო გეგმებზე, პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საირმის, ალპანის, ზოგიშის, ლაილაშისა და სურმუშის თემში-ნატო ბურჯალიანი წარუდგინა.


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლაილაში და მის თემში შემავალი ყველა სოფელი გამორჩეულია თავისი უნიკალური ისტორიითა და დღევანდელობით. მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მოსახლეობის საჭიროებები ბოლომდე მაინც არ არის მოგვარებული, ამიტომ არაერთი საკითხი კვლავ გამოწვევად რჩება.


გიორგი ნემსაძე მოსახლობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილი პრიორიტეტებისა და საჭიროებების მიხედვით დაგეგმავს შემდგომ საქმიანობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930