გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აიცერი, დააზღვიე სიცოცხლე! - „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

9-09-2021

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კომპანიაში ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია სახელწოდებით - „აიცერი, დააზღვიე სიცოცხლე!“ დაიწყო. კამპანიის მიზანია, წლის ბოლომდე ჯიპიაის თანამშრომლების მინიმუმ 85% სრულად იყოს ვაქცინირებული.


თანამშრომლებში, ვაქცინაციის პროცესზე ცნობიერების გაზრდის მიზნით ყოველკვირეულად იმართება ლაივ კითხვა-პასუხის სესიები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ექიმებთან, ფსიქოლოგებთან, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან. ყველა თანამშრომელს ეძლევა შესაძლებლობა, დასვას მისთვის საინტერესო კითხვა და პასუხი ინდივიდუალურად მიიღოს.


საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში თანამშრომლებს ყოველდღიურად მიეწოდებათ სხვადასხვა სანდო წყაროზე დაფუძნებული ინფორმაცია ვაქცინებზე, მათ სარგებლიანობაზე. ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას და სტატისტიკურ ინფორმაციას, რაც საშუალებას აძლევთ თავად გააკეთონ დასკვნები ვაქცინაციის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. შიდა საკომუნიკაციო პლატფორმების დახმარებით თანამშრომლებს საშუალება აქვთ, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ და წაახალისონ ყველა, ვინც ჯერ კიდევ არ არის აცრილი.


კომპანიის მასშტაბით წამახალისებელი ლატარიაც ჩატარდება, სადაც ჯიპიაის 30 თანამშრომელს, რომელიც სრულად იქნება ვაქცინირებული 15 ოქტომბრამდე მოიგებს სოლიდური პრიზებს.


ნინო ხაჭაპურიძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ HR დირექტორი: „ვაქცინაცია პანდემიის დასასრულებლად ერთადერთი არჩევანია. გვინდა, ამ საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესის პოპულარიზაცია ჩვენი თანამშრომლებით დავიწყეთ. ამ ეტაპზე ჯიპიაიში დასაქმებულების 50% უკვე ვაქცინირებულია, თუმცა გვინდა ეს რიცხვი წლის ბოლომდე მინიმუმ 85%-მდე გავზარდოთ და ყველაზე უსაფრთხო სადაზღვევო კომპანია გავხდეთ. აქტიური შიდა საინფორმაციო და სამოტივაციო კამპანია გვაქვს კომპანიის შიგნით, რათა რაც შეიძლება მეტი კოლეგა დავარწმუნოთ ვაქცინაციის აუცილებლობაში. ჩვენთან 700-მდე ადამიანი მუშაობს და იმედი გვაქვს, ჩვენი კამპანია არამხოლოდ მათზე მოახდენს გავლენას, არამედ თანაშრომლების ოჯახის წევრებსა და ახლობლებზეც. ამასთან, ვგეგმავთ იმ მომხმარებლების წახალისებასაც ვინც ვაქცინირებულია.„


ჯიპიაი ჰოლდინგში ამბობენ, რომ პანდემიის დასრულება ქვეყნის ეკონომიკის ამუშავების და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნების ერთადერთი გზაა. ვაქცინაცია კი ამ პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს. „Covid-19-ის გავრცელების პრევენცია ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლებიც სრული პასუხიმგებლიბვით ეკიდებიან ვაქცინაციის პროცესს და დაგვეხმარებიან საერთო მიზნის მიღწევაში.“ - აცხადებენ კომპანიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930