გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებულ ბაღში ფსტის პირველ მოსავალს ელოდებიან

12-09-2021

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გივი მეტრეველმა დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტში, ტარიბანას ველზე სახელმწიფო ხელშეწყობით გაშენებული ფსტის ბაღი დაათვალიერეს.


შპს „ტარიბანა 2016“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში  2016 წელს  სახელმწიფოს ფინანსური  მხარდაჭერით ფსტა გააშენა. 47ჰა-ზე ფსტის გაშენებისათვის კომპანიამ 700,000 ლარისინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 360,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.  კომპანია “ტარიბანა 2016“  ფსტის სრულ მსხმოიარობაში შესვლისთვის, გაშენებიდან მეშვიდე წელს,ჰექტარზე 5 ტონა მოსავალს ელოდება.  ბაღში მუდმივად 5, სეზონურად 15 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანია აგრეთვე ფლობს ფსტის  სანერგე მეურნეობას.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველადი წარმოების მხარდაჭერა. ტრადიციული კულტურების მხარდაჭერის პარალელურად ხელს ვუწყობთ ისეთი ჯიშების გაშენებას, რომელიც ახალი და უცხოა საქართველოსთვის, აქვთ მაღალი აგრო საექსპორტო პოტენციალი და  შეუძლიათ კონკურენტუნარიანი პოზიცია დაიკავონ,  როგორც  საერთაშორისო, ასევე  ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული  პროდუქციის ჩანაცვლების  კუთხით. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი კულტურაა ფსტა,“-განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.


კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის გივი მეტრეველის განცხადებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიმართულებით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს  რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს გააშენონ ახალი,  მრავალწლოვანი ბაღები.


საქართველოს მასშტაბით, პროგრამით „დანერგე მომავალი“ 300ჰა-მდე  ფსტის ბაღი გაშენდა, ინვესტიციის ოდენობა 3,7 მლნ ლარია, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 1,3 მლნლარზე მეტია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 2,9 მლნ ლარს აღემატება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031