გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარნეულში მასწავლებლებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდათ

12-09-2021

განათლების სისტემის წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები ჩაერთნენ.

  

მარნეულის სამედიცინო ცენტრ „ადიკაში“ ასაცრელად მისულმა პედაგოგებმა საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოხატეს, რადგან მიიჩნევენ, რომ პანდემიის დასამარცხებლად მნიშვნელოვანია, ყველა ჩაერთოს იმუნიზაციის პროცესში. პედაგოგებმა აცრისკენ ყველა კოლეგას მოუწოდეს, რათა სასწავლო პროცესი დასწრებითი ფორმით წარიმართოს.

  

მარნეულის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცი ოთხ კლინიკაში აქტიურად მიმდინარეობს და იმუნიზაცია ყველა სასურველი ვაქცინით არის შესაძლებელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31