12-09-2021
,,განვლილი 4 წლის განმავლობაში უამრავი გამოწვევა გადავლახეთ, ჩვენს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით მკვეთრად გაუმჯობესდა ვითარება. დღეს გვაქვს უკეთესი ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სერვისები, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამები.
პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე პროექტები არ შეგვიჩერებია'' - განაცხადა ,,ქართული ოცნების'' ასპინძის მერობის კანდიდატმა როსტომ მაგრაქველიძემ წარდგენაზე.
მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა იმ მასშტაბურ პროექტებზე, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს.
,,გასულ წელს, სოფლებში სასმელი წყლის და ახალი გაზსადენის მშენებლობის მასშტაბური პროექტი დავიწყეთ, რომელიც 2024 წლის ბოლომდე დასრულდება. ტურიზმის განვითარების მიზნით მიმდინარეობს ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციას, ასევე, ხდება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, თუმცა, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი მუნიციპალიტეტი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. მერწმუნეთ, კარგად ვიცი, როგორ უნდა გავაგრძელოთ არსებული კურსი, განვახორციელოთ ის გეგმები, რომლებიც ასპინძას უფრო კომფორტულ, ინფრასტრუქტურულად გამართულ და ეკონომიკურად ძლიერ მუნიციპალიტეტად აქცევს. მერია გააგრძელებს ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღების და საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობას. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარება. ჩემთვის საქმის კეთების მთავარი მოტივაცია ის დიდი თანადგომაა, რასაც თქვენგან ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. რომ არა თქვენი მხარდაჭერა და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების უმეტესობის დაძლევა შეუძლებელი იქნებოდა. მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, „ქართული ოცნებას'' ნდობისა და შესაძლებლობისთვის, მეორედ გავხდე სიყვარულის, ერთიანობის, თანადგომისა და მეგობრობის ქალაქის მერი. აქ დავიბადე, გავიზარდე, მთელი ცხოვრება ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტში ვსაქმიანობ და არაფერია იმაზე დიდი მოტივაცია, ემსახურო საკუთარ ხალხს და იზრუნო მშობლიურ მხარეზე.
მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: დავით ფართლაძე, ემინ ბანოიანი, გენადი დიასამიძე, გოჩა ყრუაშვილი, ზურაბ მელიქიძე, ოლეგ ზაზაძე, მაია ბუცხრიკიძე, ჯემალ იაკობაძე, ბესიკ მაგრაქველიძე, ივანე ივანიძე'' - განაცხადა როსტომ მაგრაქველიძემ.