გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ჯანსუღ ჩარკვიანი სააკაშვილის ხელისუფლებაზე: ეგეთი მეთავისე ხალხი ცხოვრებაში არ მინახავს; ვინც მონაა და ვინც უბედურია, სააკაშვილს ის უნდა ეკუთვნოდეს (რეტრომედია)

13-09-2021

„სააკაშვილს და მაგისთანებს სამშობლო არ გააჩნიათ, ეს უბედურება და საშინელებაა“ - ამის შესახებ ქართველმა პოეტმა, ჯანსუღ ჩარკვიანმა გარდაცვალებამდე ორიოდე წლით ადრე, გაზეთ „ქრონიკას“ კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა:


„თავის დროზე სააკაშვილი შევარდნაძეს დასდევდა და კილომეტრებს უზომავდა, კრწანისიდან მთავრობის სახლამდე ამდენი და ამდენი ბენზინი დაწვაო. ბიჭო, რა ბენზინი უნდა დაეწვა ოთხ მანქანაში?


ახლა რო მილიონებს აკეთებენ ეგენი (ინტერვიუ ჩაწერილია სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს რედ.) გამაგებინონ, ვინ არიან, სად არიან, სად მიდიან ან სად მოდიან? ეგეთი მეთავისე ხალხი ჩემ ცხოვრებაში არ მინახავს.


მე შენ გაზი მოგეციო - მაყვედრის სააკაშვილი. ბიჭო, კი არ მომეცი მომყიდე, მაგრამ ვიხდი? ჩემზე არაა ლაპარაკი, ხალხი იხდის?


თუ დღეს ნორმალური საქართველო არსებობს, რა თქმა უნდა ხალხი ბიძინას უნდა ემხრობოდეს, სულ ცოტა 70 პროცენტი მაინც.
ვინც მონაა და ვინც უბედურია, სააკაშვილს ის უნდა ეკუთვნოდეს“ - აცხადებდა ჯანსუღ ჩარკვიანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30