გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ქართული ოცნება"-49.7%, "ნაციონალური მოძრაობა" - 33,6% - შალვა პაპუაშვილმა რუსთავში ჩატარებული კვლევის შედეგები გაასაჯაროვა

13-09-2021

 „ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის მიერ ქალაქ რუსთავში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გაასაჯაროვა.

პაპუაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფმა ჩაატარა წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევა ქალაქ რუსთავში. გამოიკითხა 1405 რესპოდენტი, კვლევის ცდომილების მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 3 პროცენტს.

კითხვაზე - „ხვალ რომ რუსთავის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას" პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

 

ქართული ოცნება

49,7

ნაციონალური მოძრაობა

33,6

პატრიოტთა ალიანსი

3,5

საქართველოსთვის

3,3

გირჩი - მეტი თავისუფლება

2,7

ლელო

1,8

ლეიბორისტული პარტია

1,2

სხვა პარტიები (-1%)

4,2

 

რეიტინგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების" შვიდივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს.

შესაბამისად, რუსთავის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:

 

ქართული ოცნება

23

ნაციონალური მოძრაობა

10

პატრიოტთა ალიანსი

1

საქართველოსთვის

1

 

კითხვაზე - „ხვალ რომ რუსთავის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას" პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

 

ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება)

53,5

დავით კირკიტაძე (ნაციონალური მოძრაობა)

36,8

ბექა ლილუაშვილი (საქართველოსთვის)

3,6

თორნიკე არევაძე (პატრიოტთა ალიანსი)

2,6

სხვა კანდიდატები

3,5

 

როგორც ხედავთ, ჩვენს კანდიდატს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში მოიგოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი 2 ოქტომბერს რუსთაველი ამომრჩევლის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.

ნინო ლაცაბიძეს და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს ვუსურვებთ გამარჯვებას" - განაცხადა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930