გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველომ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ევროპის რეგიონული მრგვალი მაგიდას უმასპინძლა

13-09-2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მასპინძლობით და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) ორგანიზებით ონლაინ ფორმატში რეგიონული ჩართულობის მრგვალი მაგიდა ევროპისათვის „Regional Engagement Roundtable for Europe (RER-EUR)" გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მრგვალი მაგიდა საქართველოს მასპინძლობით ჩატარებული პირველი  მაღალი რანგის ღონისძიებაა მას შემდეგ, რაც საქართველო 2018 წელს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ევროპის ჯგუფს შეუერთდა, მანამდე ის დსთ-ს ჯგუფში შემავალი სახელმწიფო იყო.  

მრგვალი მაგიდა ოფიციალურად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ციფრული ტექნოლოგიების როლზე იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელთა წინაშეც მსოფლიო კოვიდ-19 პანდემიამ დააყენა. გურამ გურამიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და პროგრამებზე.

ღონისძიებაზე გაიმართა დიალოგი და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ITU-ს ევროპის რეგიონული ოფისის წევრი ქვეყნების და ITU-ს სექტორების წარმომადგენლებს შორის ციფრული განვითარების საკითხებზე,  ITU-ს განვითარების ბიუროს (BDT) თემატური პრიორიტეტების ფარგლებში (უნარების განვითარება, კიბერუსაფრთხოება, ციფრული ჩართულობა, ციფრული ინოვაციების ეკოსისტემა, ციფრული სერვისები და აპლიკაციები, საგანგებო ტელეკომუნიკაცია, გარემო, პოლიტიკა და რეგულირება, სტატისტიკა).

მრგვალი მაგიდის მონაწილეებს საქართველოს გამოცდილება გააცნო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო  და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ, რომელმაც  ისაუბრა ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების არსებულ გამოწვევებზე და პრიორიტეტებზე, როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონულ ჭრილში.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი ხედვების და სტრატეგიული მიმართულებები გამოყენებული იქნება ITU-ს განვითარების ბიუროს და ITU-ს ევროპის რეგიონული ოფისის 2022 წლის სამოქმედო გეგმებში.

აღსანიშნავია, რომ გასული წლებში, საქართველო აქტიურად იყენებდა ღონისძიების აღნიშნულ პლატფორმას, სხვადასხვა ტექნიკური დახმარებების მიღების კუთხით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930