13-09-2021
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, ირანში, ადგილობრივ მაგთან მის დასაწყევლად სპეციალური დელეგაცია გაგზავნეს.
თუმცა, როგორც ნათელაშვილმა გაზეთ „ალიას“ კორესპონდენტს განუცხადა, მასზე მსგავსი რაღაცები არ მოქმედებს.
„წინა ხელისუფლებამ ირანში ჯადოქართან ჩემ დასაწყევლად დელეგაცია გაგზავნა. ზუსტად მაგათი წრიდან შემომითვალეს, შენზე ასეთი რამ გვაქვს გაკეთებულიო.
ჩემზე ასეთი რამ გავლენას არ ახდენს, მთელი მსოფლიოს მაგებიც რომ შეიკრიბონ ერთად, მათგან მაინც მთლიანად ვარ დაცული“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით