14-09-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ყაზბეგის, ხორავას, ტატიშვილის, მელიქიშვილის, ბაქრაძის, ბარნოვის, გუდაურის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, გუგულიას და სვანიძის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე დაბა წყნეთის, რუსთავის გზატკეცილის, ბერიძის და ჩიტაძის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას აღმაშენებლის ხეივნის, ჭიაურელის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, ბოხუას და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობა, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე კი აღმაშენებლის ხეივნის მოსახლეობა.