გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საბაჟო გამშვებ პუნქტებში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

14-09-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში, არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. კერძოდ, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო საავტომობილო", სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსულ სომხეთის მოქალაქის გ.კ.-ს მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომობილს, საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს მიერ, შემუშავებული რისკის პროფილის საფუძველზე, განესაზღვრა „წითელი" დერეფანი და რენტგენო სკანერით დათვალიერება. ამასთან, ეჭვის საფუძველზე, კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით, მებაჟე ოფიცრებმა, სატვირთო ავტომობილის სალონში მოწყობილ, სპეციალურ სამალავში ოქროს ნაკეთობები (წონა 224,41 გრამი) და ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 37 821,76 ლარი შეადგინა.


ასევე, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი". მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ი.ხ.-ს რენტგენო სკანერით დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და მონეტები (წონა 218,96 გრამი) იქნა აღმოჩენილი. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 27 756,77 ლარი შეადგინა.


საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


საზღვარზე კანონდარღვევით ოქროს შემოტანის კიდევ 2 ფაქტი აღიკვეთა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მებაჟე ოფიცრებმა, რისკის პროფილის საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 34 273,8 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 279,8 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.


საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 34 273,8 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930