გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაზისუბნის დასახლებაში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სახელობითი სკვერები მოეწყო

28-05-2018

ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სახელობითი ორი ახალი სკვერი მოეწყო. სკვერების გახსნის ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრის, ლევან დავითაშვილის წარმომადგენლობა, პარლამენტის წევრი, ირაკლი აბუსერიძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, აფხაზეთის ომის ვეტერანი გია ყარყარაშვილი და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. 



აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვალერი უტიაშვილის სახელობის სკვერი ვაზისუბნის დასახლების N12კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო არჩილ სირბილაშვილის სახელობის სკვერი ვაზისუბნის დასახლების N8 და N9კორპუსის წინ მოეწყო. 



ორივე მისამართზე დაიდგა მოსასვენებელი სკამები, ურნები და საბავშვო ატრაქციონები. ასევე, მოეწყო ბორდიური, საფეხმავლო ბილიკები მოიკირწყლა დეკორატიული ფილებით, დამონტაჟდა ლამპიონები და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. 



სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 241 295 ლარი, რომელიც ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ანელომ“ და შპს „ეს ენდ ეს“-მა შეასრულა. 



სკვერების გახსნის ღონისძიებაზე, თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ისნის რაიონის ფილიალის მოსწავლეების მიერ შესრულებული მხატვრული ნამუშევრებიც გამოიფინა, ახალგაზრდა მხატვრებმა კი, იმპროვიზებული ნამუშევრები შექმნეს. ერთ-ერთ სკვერში ასევე, ბავშვთა საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა, ხოლო სპორტულ მოედანზე, ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით, საფეხბურთო მატჩი გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930