გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რუსთავში არსებული საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

14-09-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, რუსთავში არსებული საწარმოების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საწარმოების წარმომადგენლებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციებისა და ვალდებულებების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია.


„შეხვედრა რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა. საწარმოების წარმომადგენლებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ახალ რეგულაციებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაციია მიეწოდათ.


საქართველოს მთავრობამ „რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2020-2022“ რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და სამრეწველო სექტორიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების პრევენციისა და უკეთ რეგულირების მიზნით დაამტკიცა.


გეგმის შესრულება აქტიურად მიმდინარეობს. კერძოდ, განხორციელდა გეგმით გათვალისწინებული თითქმის ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიმართულია სამრეწველო ემისიების უკეთ რეგულირებისკენ. ამასთან, შესრულდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები და გამწვანების სამუშაოები.


შეხვედრას სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ წევრებიც ესწრებოდნენ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930