14-09-2021
"ქართული ოცნების" ონის მერობის კანდიდატი აგრძელებს წინასაარჩევნო შეხვედრებს წედისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების, წედისის და ირისმოსახლეობასთან.
საგზაო და სასმელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოციალური პროგრამების განხორციელება, ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობა, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნა არის ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლის განხორციელებისთვის მომდევნო 4 წლის მანძილზე სერგო ხიდეშლი გუნდთან ერთად აქტიურად იმუშავებს.
“გპირდებით, განსაკუთრებულ ყურადღებას მოგაქცევთ, საზღვრისპირა ხელს შეგიწყობთ გაგიუმჯობესდეთ საცხოვრებელი პირობები და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა“ - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას სერგო ხიდეშლმა.