გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ქარსელაძე: მიმდინარეობს ტენდერები სამშენებლო სამუშაოებზე, რომლის შედეგადაც ხაშურს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება და თანამედროვე წყალარინება

14-09-2021

,,ხაშურში ამჟამად ძალიან საინტერესო პროექტი მიმდინარეობს. პრემიერ -მინისტრის მიერ ინიცირებული „განახლებული რეგიონების" ფარგლებში  ხაშურის ცენტრალური მოედანი, აღმავალი ქუჩა და  ისტორიული სადგური  სრულად იქნება რეაბილიტირებული, ყველა შენობით და 3 სკვერით.  ეს ყველაფერი უკვე მიმდინარეობს და ამ თვეში პირველი შედეგები  გვექნება,  წლის ბოლოს სამუშაოები მთლიანად  დასრულდება"-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ,,ქართული ოცნების" ხაშურის მერობის კანდიდატის თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

 

მინისტრმა, ასევე აღნიშნა საგზაო ინფრასტრუქტურის, კერძოდ,  ხაშურის შემოვლითი აღმოსავლეთ-დასავლეთის  მაგისტრალის საჭიროება, რომლის განვითარებაც  არა მარტო ხაშურის, არამედ მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი განცხადებით, ამჟამად  ჩუმათელეთის მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს იმ დარჩენილ მონაკვეთზე რომელიც უკვე ბოლომდე შეაერთებს რიკოთზე 53 გვირაბით და 96 ხიდით.

 

,,წლევანდელი წელი ხაშურისთვის ისტორიულია, უკვე  მიმდინარეობს ტენდერები სამშენებლო სამუშაოებზე, რომლის შედეგადაც ხაშურს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება და თანამედროვე წყალარინება. აშენდება 209 კმ ქსელი და მაგისტრალი, 2 სათავე ნაგებობა, 3 რეზერვუარი და  გამწმენდი ნაგებობა ენერგოეფექტურობის კომპონენტის ჩათვლით , რაც ჯამში, დაახლოებით, 266 მილიონი ლარის ღირებულებისაა. მისი დასრულების შემდეგ ხაშურს წყალმომარაგების პრობლემა აღარ ექნება. მასშტაბურ პროექტზე სამუშაოები მომავალ წელს უკვე დაიწყება და  2025 წლის ბოლოსთვის დასრულდება და ხაშურიც დანარჩენ  47 ქალაქთან ერთად უკვე სრულად 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი"-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930