გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
28 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, გადატეხილი ჰქონდა კისერი, წელი, ხელ-ფეხი, თითებიც კი მომტვრეული ჰქონდა; მითვლიდნენ, შეცდომა მოგვივიდა, სანაცვლოდ 50 ათასი აიღე და გაჩუმდიო...

15-09-2021

2008 წლის 16 აგვისტოს, ომიდან 2 დღის დაბრუნებული სენაკის 23-ე ბატალიონის მზვერავის, როინ შავაძის მკვლელობის შესახებ, გარდაცვლილი ჯარისკაცის მეუღლე გაზეთ „ყველა სიახლეს“ ესაუბრა:


„როინი იმიტომ მოკლეს, რომ მან აგვისტოს ომის შესახებ ისეთი რამ იცოდა, რაც არ უნდა სცოდნოდა, თორემ მას პირადი მტერი არ ჰყავდა.
ის არ აკმარეს, რომ მხეცურად მოკლეს და სამშობლოს მოღალატის სახელიც მიაკერეს. რას უღალატა, ვის უღალატა, რატომ და როგორ? - ამას დამტკიცება ხომ უნდოდა და იოლი ხერხი მოძებნეს - ნარკომანი გამოიყვანეს.


კაცი, რომელმაც 4 ომი გამოიარა და საქართველოსთვის ცოცხლობდა, მთავრობამ მოკლა. კაცს, რომელიც ყველაფერს აკეთებდა სამშობლოსთვის, დამნაშავის იარლიყი მიაკერეს, მაგრამ ეს მკვდარსაც ვერ დაუმტკიცეს, საქმე ვერ შეკერეს...


28 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, გადატეხილი ჰქონდა კისერი, წელი, ხელ-ფეხი, თითებიც კი მომტვრეული ჰქონდა და თან ხელში რევოლვერი ეჭირა. მერაბიშვილმა რომ თქვა, ბადრაგს იარაღი წაართვა, გაიქცა და ამიტომ ვესროლეთო, წელსა და კისერში გადამტვრეული ადამიანი როგორ გაიქცეოდა? და თუ გაიქცა, ყველა ტყვია გულ-მკერდის არეში რატომ ჰქონდა მოხვედრილი?


მითვლიდნენ, 50 ათასი ლარი აიღე და გაჩუმდიო. გვითხრეს, შეცდომა მოგვივიდა, ამის სანაცვლოდ ფულს მოგცემთო... შევუთვალე, ჩემი მეუღლის სისხლი და სული არ იყიდება-მეთქი.


სოფელში, სახლში ვიყავით ჩაკეტილები და წყალსაც ვერ ვსვამდით - გვეუბნებოდნენ, რომ წყალს მოგვიწამლავდნენ. გვირეკავდნენ და გვემუქრებოდნენ, გვაშინებდნენ, ქუჩაშიც კი ვეღარ გავდიოდით“ - იხსენებს სადისტურად მოკლული როინ შავაძის მეუღლე.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930