გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და გამომცემლობის ,,Vinisfera" ორგანიზებით, პოლონეთში, ქალაქ პოზნანში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

15-09-2021

პოზნანი, სადაც ქართული ღვინის პრეზენტაცია უკვე მეორედ მოეწყო, ღვინის მოხმარების კუთხით, პოლონეთის ერთ-ერთი დიდი ქალაქია, გამორჩეული რესტორნებით, ღვინის ბარებით, საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრებით; შესაბამისად, პოზნანში გამართული დეგუსტაცია მნიშვნელოვანია პოლონეთის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად.


დეგუსტაციას რესტორატორები, სომელიეები, პოზნანის ღვინის კლუბის, სასტუმრო ქსელების, ტურისტული სააგენტოების, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.


პოზნანში, ძირითადად, ის ღვინოები იყო წარმოდგენილი, რომლებიც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონეთის ბაზარზე ადგილს ახლა იმკვიდრებენ.


პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა 3,7 მლნ ბოთლს შეადგენს; ზრდა, გასული წლის ანალოგიურ პერდიოდთან შედარებით, 30%-მდეა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930