გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შშმ ვეტერანებმა სპეციალური სარეაბილიტაციო კურსი ჩეხეთში გაიარეს

16-09-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ჩეხურ საქველმოქედო ფონდ''REGI BASE '' - შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, შშმ ვეტერანებმა ნიკოლოზ წერეთელმა და ამირან ადამიამ, ჩეხეთის ქალაქ კარვინაში, სარეაბილიტაციო სანატორიუმ "დარკოვ სპა"-ში სპეციალური, სამედიცინო-სარეაბილიტაციო, ერთთვიანი კურსი გაიარეს.


საქველმოქმედო ფონდი „REGI BASE '' ჩეხეთში, 10 წლის წინ დაარსდა და მისი დაარსების ინიციატორი, ელიტარული სპეც- დანიშნულების განყოფილების გამოცდილი მებრძოლი, ირჟი შამსი, იგივე "REGI„ შამსი გახლდათ.


ფონდი მსოფლიო მასშტაბით, ომის ვეტერანებს, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დასახიჩრებულ და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაშავებულ პირებს, გამოჯანმრთელებასა და რეაბილიტაციის გავლაში ეხმარება.


''REGI BASE GEORGIA'' კი, ფონდის ინიციატივით, გასულ წელს, საქართველოში დაფუძნდა. მიმდინარე წლის ივნისში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ''REGI BASE GEORGIA''- ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930