გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში ყურძნის მოსავლის თითქმის ნახევარი უკვე დაბინავებულია

17-09-2021

17 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 130 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც საპროგნოზო მოსავლის დაახლოებით 50%-ია და 2-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.


კახეთში, 13 ათასამდე მევენახემ ყურძნის რეალიზაციით 120 მლნ ლარამდე შემოსავალი უკვე მიიღო.


გადამუშავებული ყურძნიდან 75 ათას ტონამდე რქაწითელია, 46 ათას ტონამდე საფერავი, 3 ათას ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.


ყურძნის დღიური გადამუშავება კვლავ 10 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც რთველის აქტიურ მიმდინარეობაზე მიუთითებს.


ყურძნის გადამუშავების პროცესში რთველის დაწყებიდან დღემდე 170-მდე დიდი, მცირე და საშუალო ღვინის საწარმო იყო ჩართული.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმდებს. პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930