გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: იყო მომართვა NED-ის, IRI-ის და NDI-ის ხელმძღვანელებისგან, მსოფლიო ბანკის და IMF-ის წარმომადგენლებისგან და შევთანხმდით, რომ დროებით რელოკაციაში დაეხმარებოდა საქართველო მათ თანამშრომლებს

18-09-2021

ჩვენ ვიყავით მართლაც გამორჩეული ერი და გამორჩეული ჯარი, როდესაც ჩართული ვიყავით ავღანეთის მისიაში; აქვე მინდა, მწუხარებით აღვნიშნო, რომ ჩვენი 32 გმირი დაიღუპა ავღანეთში, ძალიან ბევრი დაიჭრა, დიდება ჩვენს გმირებს და მათ ოჯახებს მინდა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ჩვენი სრული სოლიდარობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართველმა სამხედროებმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში არნახული პროფესიონალიზმი აჩვენეს.


„გაიხსენეთ, ისტორიულად, ქართველი სამხედროები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სიმამაცით და ერთგულებით. როდესაც წეღან ვსაუბრობდი ღალატზე, ერთგულება არის ჩვენი, ქართველების მთავარი დამახასიათებელი თვისება და ამიტომ ვთქვი, რომ ქართველი კაცისთვის შეუფერებელი იყო გახარიას საქციელი.


ავღანეთის მისია რომ დასრულდა, ჩვენ სრულად გამოვედით, გამოვიყვანეთ ჩვენი ჯარი. შემდეგ, მე მქონდა საუბარი მაღალი თანამდებობის პირებთან, მათ შორის ამერიკელებთან, მათ შორის იყო მომართვა NED-ის პრეზიდენტისგან, ბატონი დეიმონ უილსონისგან, IRI-ის და NDI-ის ხელმძღვანელებისგან, მსოფლიო ბანკის და IMF-ის წარმომადგენლებისგან, USAID-ის ხელმძღვანელისგან, მე მქონდა მათთან პირადი საუბარი, კომუნიკაცია და ჩვენ შევთანხმდით, რომ დროებით რელოკაციაში დაეხმარებოდა საქართველო რამდენიმე ათეულ ადამიანს, მათ თანამშრომლებს. მეორეს მხრივ, 2 500 ადამიანისთვის, ავღანელებისთვის, 24 საათში ჩვენმა ჯარმა მოაწყო სრული ინფრასტრუქტურა, აეროპორტის ტერიტორიაზე სრულად გამართა ლოჯისტიკა და ავაწყეთ იდეალურად ტრანზიტი. ჩვენ რამდენიმე ათეულ ფრენას ვუმასპინძლეთ და 2 500 ავღანელის ტრანზიტი უზრუნველვყავით. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენთვის სასიხარულო, იყო ჩვენი მისიის დაგვირგვინება ავღანეთში. ბუნებრივია, სამწუხაროა, რაც განვითარდა ავღანეთში და ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ აქაც ძალიან ღირსეულად შეასრულა საკუთარი პასუხისმგებლიანი როლი და მისია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930