გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟე ოფიცრების მიერ, არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა

18-09-2021

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი" და ,,ყაზბეგი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეების ე.ჩ.-სა და ვ.ჩ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 174 350 აშშ დოლარი და 107 830 არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი გამოავლინეს.


არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 634 518 ლარი შეადგინა.


საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა (არადეკლარირებული თანხის 10 %-ის ოდენობით) ჯამში, 63 451,8 ლარი შეეფარდათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930