გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: Expo 2020 Dubai-ზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ სტუმრებს ჩვენი ქვეყნის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს გავაცნობთ

20-09-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს სტუმრობს.


ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ტოლერანტობის მინისტრთან, ასევე ისეთ მსხვილ ჰოლდინგებთან, როგორებიცაა „აბუ დაბის განვითარების ფონდი", „მუბადალა", „ლულუ გრუპ ინტერნეშენალი", „დუბაი ჰოლდინგი", „დუბაი ინვესტმენტი", „დუბაის საინვესტიციო კორპორაცია", „არმადა ჯგუფი" და ADIA (Abu Dhabi Investment Authority).


დღესვე ნათია თურნავამ მსოფლიოს ერთ-ერთ, ყველაზე მსხვილ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai -ზე წარდგენილი საქართველოს პავილიონი დაათვალიერა და მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.


„საქართველო წელს ღირსეულად არის წარმოდგენილი მსოფლიოს ამ ერთ-ერთ გრანდიოზულ გამოფენაზე, რომელში მონაწილეობაც თითოეული ქვეყნისთვის დიდი პრესტიჟია. ექსპოს სტუმრებს საქართველოს პავილიონში შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ჩვენი ქვეყნის კულტურას, დამწერლობას, ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai, რომელიც გასულ წელს კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გადაიდო, მსოფლიო მასშტაბით უდიდეს ღონისძიებას წარმოადგენს. წლევანდელი გამოფენის მთავარი თემატიკაა - „Connecting Minds, Creating the Future", რომელიც იყოფა შემდეგ ძირითად თემებად: შესაძლებლობა, მობილობა და მდგრადობა.


ღონისძიება 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს გაიხსნება და 6 თვის განმავლობაში, 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენაში მონაწილეობას იღებს 191 ქვეყანა.


საქართველოს პავილიონი განთავსებულია მდგრადი განვითარების პავილიონში და ჯამში 213 კვ.მ. საგამოფენო სივრცე აქვს გამოყოფილი. გამოფენა წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქვეყნის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930