გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მალხაზ ბეგიაშვილი შშმ პირების მშობელთა კავშირს ეწვია

21-09-2021

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი ქალაქ წნორში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მშობელთა კავშირს ესტუმრა. მერობის კანდიდატი ბენეფიციარების და მშობლების პრობლემებს ადგილზე გაეცნო.


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობელთა კავშირი 2018 წელს „კოალიცია მოძრაობა ცვლილებების” ფარგლებში დაფუძნდა, რომელიც მუნიციპალიტეტში შემავალი ამ კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფის პრობლემებსა და ინტეგრაციაზე მუშაობს.


აღნიშნული ორგანიზაცია ატარებს როგორც საინფორმაციო კამპანიებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ, ასევე, ტრენინგებს სკოლის მასწავლებლებისთვის და საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის ამ ჯგუფთან მუშაობის კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით.


„მუნიციპალიტეტი თანაბრად უნდა ზრუნავდეს ყველა მოქალაქეზე. რაც შეეხება ასეთ მოწყვლად ჯგუფებს, ჩვენი სამომავლო გეგმაა, მათი საჭირობებიდან გამომდინარე, მუნიციპალური სერვისები გახდეს უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი,“-აღნიშნა სიღნაღის მერობის კანდიდატმა, მალხაზ ბეგიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930