გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარაში დამეწყრილი გზები იწმინდება

23-09-2021

ძლიერი წვიმის შედეგად განვითარდა მეწყრული პროცესები ბათუმში, ასევე ხელვაჩაურისა და ქობულეთის რამდენიმე სოფელში.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა, ასევე მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს.


აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის დავალებით, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლებში დამეწყრილი გზების გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მასთან ერთად იმყოფებოდა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე.


უხვმა ნალექმა ზიანი აჭარის სამ მუნიციპალიტეტს მიაყენა. დაიტბორა ბათუმი, ხოლო მეწყრული პროცესები ქობულეთსა და ხელვაჩაურში განვითარდა. ძირითადი მიმართულებები უკვე გაწმენდილია, ხოლო დარჩენილი მონაკვეთების გაწმენდა ეტაპობრივად დასრულდება.


24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს ყველა შესაბამისი სამსახური.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930