გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ხშირ შემთხვევაში, ლომბარდები კრიმინალური ელემენტების მიერ გამოიყენება და კრიმინალის წამახალისებელი გახდა

29-05-2018

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საბანკო და საფინანსო სფეროში დაგეგმილ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას, ხაზი გაუსვა ლომბარდებისა და სხვა შუამავლების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.


„ხშირ შემთხვევაში, ლომბარდები გამოიყენება კრიმინალური ელემენტების მიერ და გახდა კრიმინალის წამახალისებელი წყარო. რეგულაციის მიხედვით, ლომბარდებმა გონივრულ ვადაში უნდა დანერგონ კომპიუტერული პროგრამა, რომელიც შეინახავს ინფორმაციას ლომბარდში ჩაბარებული ნივთის შესახებ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი გახდება სამართალდამცავი სტრუქტურებისათვის,“- - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ვისაც სურს დაკავებული იყოს სრულფასოვანი ფინანსური შუამავლობით, შეუძლია ნებაყოფლობით მოექცეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ და განახორციელოსზემოთხსენებული საქმიანობა.


აღნიშნული წესები გავრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე - ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031