გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: პრემიერის დავალებით, მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა ცენტრალური მთავრობისა და ადგილობრივი რესურსების მობილიზებით მოხდება

24-09-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის სხდომა გაიმართა.


შტაბის ფორმატში დეტალურად განიხილეს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა, ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანი და მიმდინარე ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები.


თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პრემიერ მინისტრის დავალებით, ცენტრალური მთავრობისა და ადგილობრივი რესურსების მობილიზებით მოხდება მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა, ხოლო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის ახალი სახლით უზრუნველყოფისთვის მთავრობა იზრუნებს.


„მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები 20-ზე მეტი მიმართულებით. ამავე დროს ყველა ის ოჯახი, რომლებიც ამ პროცესების შედეგად გარკვეულ საფრთხეს დაექვემდებარა, გაყვანილია უსაფრთხო ადგილას და პრემიერ მინისტრის დავალებით, როგორც ცენტრალური მთავრობის, ასევე ადგილობრივი რესურსების მობილიზებით ჩვენ შევძლებთ, რომ ყველა ამ ოჯახს დავეხმაროთ უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფაში. ერთ-ერთი სახლი წაიღო მეწყერმა და შესაბამისად, ამ ადამიანებს ყველაფერს გავუკეთებთ, რომ ჰქონდეთ ახალი სახლი" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.


ინტენსიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების და არხების გაწმენდითი სამუშაოები.


სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის მუშაობაში ჩართულია როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე შესაბამისი ადგილობრივი სამსახურები და აქტიურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რათა ყველა ოჯახს, რომელსაც მატერიალური ზარალი მიადგა, დანაკლისი მალე აუნაზღაურდეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930