24-09-2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიზნით 5 ახალ კონკურსს აცხადებს. ესენია:
კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს და მისი მიზანია სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობა; ახალგაზრდა, დებიუტანტ ხელოვანთა წარმოჩენა და პოპულარიზაცია, მათი პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა; საქართველოს თეატრების რეპერტუარის ახალი დადგმებით გამდიდრება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებს.
2. ქართული ფოტოხელოვნების ხელშეწყობის პროექტი - „ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა"
კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს და მისი მიზანია: კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, დაცვისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების/ანსამბლების ფოტოფიქსაციისა და დოკუმენტურ-მხატვრული ფოტომასალის შექმნის გზით; ქართული ფოტოგრაფიის ხელშეწყობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამსახველი დოკუმენტური მასალის საგამოფენო-სადემონსტრაციო ფორმატში წარდგენისა და პოპულარიზაციის გზით.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებს, ან ფიზიკური პირების ჯგუფს.
კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს და მისი მიზანია პროფესიული სტანდარტის ჩარჩო სასწავლო დოკუმენტის შექმნა, რომელიც ითვალისწინებს კულტურის სფეროში დასაქმებული გიდების კვალიფიკაციის შემდგომ ამაღლებას; კულტურული ტურიზმის მიმართულებით დასაქმებული გიდებისათვის ახალი სტანდარტების დამკვიდრება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საქართველოში რეგისტრირებულ სხვა იურიდიულ პირებს.
კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 30 000 ლარს და მისი მიზანია: დრამატურგთა მოტივაციის ამაღლება, პოპულარიზაცია და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; ახალი ქართული პიესების შექმნისა და უცხოური დრამატურგიის ნიმუშების ქართულ ენაზე თარგმნის მხარდაჭერა; საქართველოს თეატრების რეპერტუარის შევსება, განახლება და გამრავალფეროვნება და თანამედროვე სათეატრო პროცესის გააქტიურება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი საქმიანობის გამოცდილება.
5 „ქართული კარიკატურის ხელშეწყობა"
კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 10 000 ლარს და მისი მიზანია: სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ჟანრის - კარიკატურის აღორძინება და განვითარება საქართველოში; კარიკატურის ჟანრში მომუშავე ხელოვანთა წარმოჩენა - პოპულარიზაცია, მათი ნამუშევრების შექმნისა და გამოფენის გზით.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებს, ან ფიზიკური პირების ჯგუფს.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 24 სექტემბრიდან 2021 წლის 4 ოქტომბრის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.
ინფორმაციისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ" N7864 ბრძანება, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე: