29-05-2018
"როდესაც აქტიურად ჩავები ამ პროცესებში და პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მომანიჭა, კითხვა დამისვეს, თქვენ გცნოთ დაზარალებულად თუ თქვნი მეუღლეო? ამ კითხვას ვერ მივხვდი. რა თქმა უნდა, მე-თქო. ალბათ, ჩემი ცოლი დაზარალებული არ არის..
იმ დღიდან, როდესაც დეტალებს გავეცანი, მოვითხოვე ჩემი შვილის საფულე, რომელიც საგამოძიებო სამსახურს დღესაც იქ უდევს. მისი პირადობის მოწმობა და ამ საფულეში იდო 50 ლარიც. რამდენჯერმე მივმართე არამარტო გამომძიებელს, თვით საქმის პროკურორს, ზვიად ფხაკაძეს. თუ არ არის საჭირო დამიბრუნეთ. ეს გამოძიებას სჭირდება, ვერ დაგიბრუნებთო და დღეს, რომელი შარვალიც, რომელი ტანსაცმელიც მე პირადად არ მინახავს ჩემი შვილის, საჯარო გახადეს?! უარს მეუბნებოდნენ, არსრულწლოვნების მართლმსაჯულებიდან გამომდინარე არ შეიძლება განახოთ ან გადმოგცეთო და დღეს საჯარო გახადეს?! ტაშს დავუკრავ, „მალადეც!“ მაგრები ყოფილან.
ეს არიან მართლა უსუსურები, არაადამიანები და მაქსიმალურად ცდილობენ, განმარტონ ეს ორი, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული, არიან დამნაშავეები. გამოიყვანონ ყველა გარეთ, სანამ ზომებს ჩემით არ მივმართავ, მათი მიზანია ხალხის დაბნევა. აი, ჩვენ გავასაჯაროვეთ. მე დღემდე არ მინახავს ჩემი შვილის შარვალი, ახლაც არ მაქვს წვდომა, რომლის დაბრუნებას აქტიურად ვითხოვდი და რატომ გაანადგურეს?!
გამოვიდეს შოთაძე და გამცეს პასუხი, რატომ გაანადგურეს ფარდული რომელიც მთავარი მტკიცებულება იყო. რატომ გაღუნა ექსპერტიზამ დანა, რომელზეც არ შეიძლება ექსპერტიზის ჩატარება. რატომ არ მოიტანა სამხარაულის ექსპერტმა ის დასკვნები, რაც მაია ნიკოლეიშვილმა მოიტანა, დასურათებული ის დაზიანებები, რაც ტანსაცმელზე ჰქონდა ჩემს შვილს. გამცეს ამაზე პასუხი!
ეს ზოგადი კითხვებია და საჯაროდ გამცეს ამაზე პასუხი“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.