გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იანოშ ჰერმანი: სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, არამედ ევროკავშირის პოლიტიკას

29-05-2018

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
მისივე თქმით, სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის მტკიცე და გრძელვადიან პოლიტიკას არაღიარების შესახებ.

„სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, არამედ ევროკავშირის მტკიცე და გრძელვადიან პოლიტიკას არაღიარების შესახებ.
ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და კვლავაც დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 
ეს არის ჩვენი უმთავრესი პრინციპი“- განაცხადა ჰერმანმა.

შეგახსენებთ, რომ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის გადაწყვეტილებით, სირიამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად აღიარა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031