29-12-2017
ახალ წლამდე სამი დღით ადრე, ახალციხის ბაზარში მყიდველმაც იმატა და პროდუქტის ფასმაც. ‘სამხრეთის კარიბჭემ’ რამდენიმე საახალწლო პროდუქტის ფასი მოიკითხა და სადღესასწაული ხარჯის მიახლოებითი ოდენობა გამოთვალა.
გამყიდველები ამბობენ, რომ ბაზარში მყიდველმა ბოლო დღეებში განსაკუთრებით მოიმატა.
„თითქმის ყოველ წელს ამ დროს ასეთი მდგომარეობაა. გასაკვირია, მაგრამ კლიენტს ყოველთვის ურჩევნია 27, 28 ან 29 დეკემბრისთვის შეიძინოს პროდუქტი, არადა, იმ დროს უკვე ძალიან ძვირდება. ეს კარალიოკი ახლა რომ 2.50 ლარი ღირს, ცოტა უფრო ადრე 1.50 ლარადაც ვყიდდი“, – გვეუბნება გამყიდველი ირინა კაპანაძე.
დავითაშვილების ოჯახი საშუალო შეძლებისაა, თუმცა ახალ წელს, როგორც თვითონ ამბობენ, ცდილობენ „ბარაქიანად“ შეხვდნენ. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ მზადებას 30 დეკემბრიდან იწყებს, ამ დღეს კი ყველაფერს „ცეცხლი უკიდია“. დავითაშვილებს საახალწლო სუფრა დაახლოებით 400 ლარი უჯდებათ: „აუცილებლად უნდა მქონდეს გოჭი, საცივი, გოზინაყი, ტოლმა, სალათები და ხილი“.
მყიდველები საახალწლო პროდუქტების ბოლო დღეებში შეძენას რამდენიმე მიზეზით ხსნიან, მათ შორის, ხელფასის ლოდინი და თავისუფალი დროის არქონა. არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ ახალი პროდუქტების შეძენის მიზნით, ბაზარს ყოველთვის ბოლო დღეებში აკითხავს.
საახალწლო პროდუქტების ფასები:
ხორცის პროდუქტები:
საქონლის ხორცი – 15 ლარი;
ღორის ხორცი – 15 ლარი;
ცოცხალი გოჭი – 10 ლარი (1კგ);
ცოცხალი თევზი – 17 ლარი;
გაყინული თევზი – 6–12 ლარი;
გაყინული ქათამი – 6 ლარი;
ცოცხალი ქათამი – 7.50;
კალმახი – 13 ლარი.
ძეხვეული
ძეხვი – 5–15 ლარი;
სუჯუხი – 8 ლარი;
ბასტურმა – 10 ლარი.
ხილ–ბოსტნეული
მწვანილი – 1 კგ 4 ლარი;
მწვანე ხახვი – 4 ლარი;
ხახვი – 1 ლარი;
პომიდორი – 1 კგ 3.50 ლარი;
კიტრი – 3.50 ლარი;
კომბოსტო– 50–60 თეთრი;
ბოლოკი – 1.50 ლარი;
მწვანე ბულგარული – 4 ლარი;
წითელი ბულგარული – 5 ლარი.
ვაშლი – 1–2 ლარი;
მანდარინი – 2–2.50 ლარი;
კივი – 3–3.50 ლარი;
ფორთოხალი – 3 ლარი ლარი;
ანანასი – 10 ლარი;
ბანანი – 3–3.50 ლარი.
წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"