29-05-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, სირიის გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ქვეყნის მიდგომაა, რომელიც ყველა საერთაშორისო პრინციპსა და დოგმას არღვევს.
მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორი დემოკრატიული ქვეყნები მსგავს მიდგომას ემიჯნებიან.
„მხოლოდ იქ, სადაც არ არის დემოკრატიული სისტემა, შეიძლება იყოს ასეთი მიდგომა, რომელიც არღვევს ყველა საერთაშორისო პრინციპს, სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ დოგმატურ მიდგომებსა და ესაა ის შემთხვევა, რომელსაც ჩვენი ყველა პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა, ყველა დემოკრატიული სახელმწიფო ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება“- განაცხდა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის გადაწყვეტილებით, სირიამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოიუკიდებლად აღიარა.