გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს, ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ

27-09-2021

„1993 წლის 27 სექტემბერი ტრაგიკული დღეა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში - ნდობის და ძმობის აღდგენით შევძლებთ, გავაერთიანოთ ქვეყანა",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან განაცხადა.


კახა კუჭავამ, დეპუტატებთან ერთად, მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.


„1993 წლის 27 სექტემბერი ტრაგიკული დღეა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომელიც აუცილებელია, რომ სწორად იქნას მიწოდებული, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობებისთვის. პირველ რიგში, ეს არის ნდობის და ძმობის აღდგენა, რომლითაც შევძლებთ, გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, დარწმუნებული ვარ, მალე გამოიღებს შედეგს და ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.


სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930