გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ კამპანიებს აგრძელებს

27-09-2021

შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტებული მიმართულებაა. პანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის განვითარებას  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს სფეროს განვითარების და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, არაერთი პროექტი განახორციელა. 

 2021 წლის განმავლობაში,  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  23 პრეს, ინფო და გასტრო ტური გამართა.

 

ადმინისტრაციამ ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ტურები გამართა. ინფო-ტურების პროექტით ტურიზმის ადმინისტრაცია შიდა თუ შემომყვან ტურისტულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულად უცნობ ადგილებს, ტურისტულ პროდუქტებს, მარშრუტებსა და ობიექტებს, რომელსაც ტურისტული კომპანიები მომავალ ტურებში შეიყვანენ და როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მოგზაურებს შესთავაზებენ.


ინფო-ტურების პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს  კულინარიულ ტურებს.  პროექტის მიზანი გასტრო- ტურიზმის ხელშეწყობა და სხვადასხვა რეგიონის კულინაირული შესაძლებლობების პოპულარიზაცია, უნიკალური და ავთენტური სამზარეულოს ცნობადობის გაზრდა და შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

საქართველოს ტურისტულად საინტერესო ნაკლებად ცნობადი  ადგილების პოპულარიზაციის მიზნით გრძელდება პრეს-ტურები მთელი ქვეყნის მასშტაბით.  პროექტში ქართველი ჟურნალისტები, ბლოგერები, ფოტოგრაფები და  ოპერატორები მონაწილეობენ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930