გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი საგარეო-პოლიტიკური კურსი განსაზღვრულია კონსტიტუციით, ჩვენივე ინიციატივით მოხდა კონსტიტუციაში მისი განსაზღვრა და როგორ წარმოუდგენია ვინმეს, ჩვენ თვითონ დავარღვიოთ კონსტიტუცია, ეს აბსურდია

29-09-2021

ჩვენი საგარეო-პოლიტიკური კურსი განსაზღვრულია კონსტიტუციით, ჩვენივე ინიციატივით მოხდა კონსტიტუციაში აღნიშნული კურსის განსაზღვრა, როგორ წარმოუდგენია ვინმეს, ჩვენ თვითონ დავარღვიოთ კონსტიტუცია, ეს ხომ აბსურდია საერთოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, მსგავსი განცხადებებისთვის, სულ მცირე, ერთი ფაქტი მაინც უნდა არსებობდეს.


„მეორე მთავარი კითხვა უნდა დავსვა - ვინმემ რომ ასეთი შეფასება გააკეთოს, სულ მცირე, ერთი ფაქტი მაინც უნდა არსებობდეს. ერთი ფაქტი, საფუძველი დამისახელეთ, როდის, რა ნაწილში გადავუხვიეთ საგარეო კურსს. ეს ხომ აბსურდია, ეს ხომ ისეთივე ლეგენდა და მოგონილი ცრუ ბრალდებაა, როგორიც ნებისმიერი სხვა, რომელიც ჩვენ 24 საათის განმავლობაში გვესმის ამ ცრუ ადამიანებისგან. ჩვენ ფაქტებზე უნდა ვილაპარაკოთ და როცა მით უმეტეს, მოსახლეობასა ვესაუბრებით, უნდა ვესაუბროთ ფაქტებით და არგუმენტებით. ვინ არის ჩვენი ოპონენტი, სააკაშვილი, ბოკერია, ხაზარაძე? ვინ?", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31