გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: მე ვიყავი მერობის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც თბილისზე და საარჩევნო პროგრამაზე საუბრობდა

1-10-2021

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი მერობის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც თბილისზე საუბრობდა და დეტალურად წარადგინა, რას გააკეთებს მომდევნო წლებში, - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ წინასაარჩევნო პერიოდი შეაჯამა.


კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ მისი წინასაარჩევნო კამპანია დედაქალაქისა და თბილისელების საჭიროებებზე იყო მორგებული.


„მადლობა ჩვენს ყველა მხარდამჭერს, ჩემს თანაგუნდელებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში ჩართული იყვნენ წინასაარჩევნო კამპანიაში და ზურგს გვიმაგრებდნენ. უამრავი შეხვედრა გავმართეთ. წარვადგინეთ ჩვენი საარჩევნო პროგრამა - "მეტი სიცოცხლე ყველა უბანში". არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ეს უბრალოდ ლამაზად დაწერილი სიტყვებია. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვისაც ზურგს უმაგრებს ოთხი წლის განმავლობაში გაკეთებული საქმეები ყველა მიმართულებით. მათ შორისაა ურბანული პოლიტიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, რეკრეაციული სივრცეები, საბავშვო ბაღების მშენებლობა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება. ორ მილიონზე მეტი თბილისელის მოთხოვნა დახმარების შესახებ დავაკმაყოფილეთ. ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი, არსებობს გამოწვევები ამიტომაც ამომრჩევლებს ვესაუბრებოდით, რის გაკეთებას ვაპირებთ უბნების, ქუჩების მიხედვით. დღეს ამ ქალაქს სასიცოცხლოდ სჭირდება თითოეული მასშტაბური პროექტის განხორციელება", - განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031