გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
შალვა ნათელაშვილი: ბრიუსელში აფრიკელ ემიგრანტს გოგო ხელიდან გამოვგლიჯე

30-05-2018

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი Facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს,რომელშიც ბრიუსელში მომხდარ ამბავს აღწერს.

მისი თქმით, ბრიუსელში მან ახალგაზრდა გოგო "აფრიკელ ემიგრანტს" ხელებიდან გამოგლიჯა, რომელიც მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. 

პოსტის დასასრულს, ნათელაშვილი მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის მოთხოვნით გამოდის და წერს, რომ თუ "ევროპის დედაქალაქშიც ვერ აღკვეთენ ემიგრანტთა ძალადობას, მაშინ ევროპის დასასრული დამდგარია".

ნათელაშვილის თქმით, საქართველოშიც უნდა შეჩერდეს "შემოსეულ ემიგრანტთა ტალღა", თორემ ქართველების "არსებობა ოკუპაციის გარეშეც მალე დამთავრდება". 

"რაც ახლა 5 წუთის წინ გადამხდა, ამის წარმოდგენაც კი ძნელად შემეძლო. მოკლედ მოვდივარ ბრიუსელში, ცენტრის ცენტრში საქმიანი შეხვედრიდან და სასტუმრო მეტროპოლთან სადაც დაიარება ხალხის უწყვეტი ნაკადი, ვხედავ როგორ მიათრევს სადღაც, აშკარად აფრიკელი ემიგრანტი ახალგაზრდა გოგონას, საცოდავი მსხვერპლი ახერხებს გაქცევას მაგრამ თავდამსხმელი კვლავ ეწევა, უგრეხს ხელებს და ისევ მიათრევს პირდაპირი გაგებით, ალბათ იქვე სადარბაზოში. ყველაზე აღმაშფოთებელი კი ის იყო რომ ამ საშინელ ძალადობას ერთად უყურებდნენ თეთრი და შავი მამაკაცები, რომლებიც არც ფიქრობდნენ გოგონას გადარჩენას. ბევრი არ მიფიქრია, გოგონა გამოვგლიჯე მოძალადეს ხელიდან, ხოლო თვითონ ეს პიროვნება მანამდე დავიკავე ხელით სანამ მსხვერპლი გაქცევას მოასწრებდა. აქედან რამდენიმე დასკვნა 1. თუ ასე გაგრძელდა, რომ ევროპის დედაქალაქშიც ვერ აღკვეთენ ემიგრანტთა ძალადობას,მაშინ ევროპის დასასრული დამდგარია,2. საზოგადოებას რომელიც უშფოთველად უყურებს ძალადობას მომავალი არ გააჩნია 3. თუ დროულად არ შევაჩერებთ შემოსეულ ემიგრაციულ ტალღებს ჩვენი არსებობაც ყოველგვარი ოკუპაციის გარეშე მალე დამთავრდება. და ორი თხოვნა,არავინ გაიგოს ისე რომ რასობრივ მომენტებზე ვამახვილებდე ყურადღებას,ყველა ადამიანი ,კანის ფერის მიუხედავად,ღმერთის შექმნილი და თანაბრად საყვარელია,მოძალადის გარდა და მეორე არ იფიქროთ რომ რამეს ვტრაბახობდე ეს ყველაფერი იმედია იმ ცენტრალური ქუჩის ვიდეოკამერამ დააფიქსირა, რასაც გავარკვევ რათა მოძალადემ მსხვერპლის დევნა ვეღარ გააგრძელოს", - წერს შალვა ნათელაშვილი.

 

 



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031