გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: მე არჩევანი გავაკეთე ჩვენი ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის, რომელსაც უზრუნველყოფს პარტია "ქართული ოცნება"

2-10-2021

„არჩევანი გავაკეთე ჩვენი ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის, რომელსაც უზრუნველყოფს პარტია "ქართული ოცნება". ასევე, არჩევანი გავაკეთე ბათუმის მომავალი ღირსეული მერის, ბატონი არჩილ ჩიქოვანის სასარგებლოდ", - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.


„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არჩევნები ჩაივლის მშვიდ, სტაბილურ და დემოკრატიულ გარემოში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ როგორც დღეს, ასევე ხვალ ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31