გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: მოხარული ვართ, რომ არ ფიქსირდება რაიმე არსებითი დარღვევა

2-10-2021

„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო წევრი, მარიამ ქვრივიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"15 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მილიონ 160 ათასმა ამომრჩეველმა. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, აქტივობა არის საკმაოდ მაღალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.


საარჩევნო პროცედურები კვლავაც წარიმართება კანონმდებლობის დაცვით. მოხარული ვართ, რომ არ ფიქსირდება რაიმე არსებითი დარღვევა, რისთვისაც მადლობას ვუხდით საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს.


კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და მოქალაქეს, საარჩევნო ადმინისტრაციას მისცენ პროცედურების მშვიდად წარმართვის, ხოლო ამომრჩეველს - ხმის მშვიდ გარემოში მიცემის შესაძლებლობა.


კენჭისყრის დასრულებამდე 4 საათზე ნაკლები დარჩა. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა თითოეული თქვენგანის ხმა აისახოს ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებაში"- აცხადებს ქვრივიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930