გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს და პროფესიონალ ცესკოს ამ არჩევნების კარგად ჩატარებას

4-10-2021

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოს მოსახლეობას არჩევნების კარგად ჩატარებას ულოცავს.


‘’საღად მოაზროვნეთათვის საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებებს დიდი მნიშვნელობა აქვს.


ხარვეზების გარეშე არჩევნები არც ესტონეთშია, არც აშშ-ში და არც ბრიტანეთში. მთავარია, რომ წლიდან წლამდე იხვეწება პროცესი, როგორც სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში.


კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს და პროფესიონალ ცესკოს ამ არჩევნების კარგად ჩატარებას!


ამასთან, შევაქებ ღირსეულ ოპონენტებს, რომლებმაც სახე არ დაკარგეს და რეალობას ადეკვატურად უყურებენ'' - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31