გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: შეისწავლეთ ყველა სანებართვო დოკუმენტაცია, რომელიც მთაწმინდაზე კლდის ჩამოშლის ადგილას გაიცა

31-05-2018

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის ფაქტს გამოეხმაურა და შესაბამის სამსახურებს საკითხის უმოკლეს ვადაში მოკვლევა დაავალა.


„თქვენ იცით, რომ ყიფიანის ქუჩაზე, სადაც სასტუმრო შენდება, ჩამოიშალა კლდე. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს და ზედამხედველობის სამსახურს, რომ დღესვე, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დაიბაროთ კომპანია, რომელიც აწარმოებდა სამუშაოებს. შეისწავლეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო მერიაში, რა კვლევებს ეფუძნებოდა, როგორ წარიმართა სამუშაოები და დღის ბოლომდე გვქონდეს სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“ - განაცხადა კახა კალაძემ.


მთაწმინდაზე, ყიფიანისქუჩაზე, დღეს კლდის ნაწილიჩამოიშალა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930