გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ თქვა ამ არჩევნებით, რომ ვერასდროს ვერ დაბრუნდება ძალადობრივი და დამნაშავე რეჟიმი

5-10-2021

მეგის ქარდავას და მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ამბავს გამოეხმაურა სოზარ სუბარი პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.


„ჩვენი მხარდაჭერების მთავარი პრეტენზია ქართული ოცნების მიმართ, იყო ის, რომ არ მოხერხდა სამართლიანობის სრულად აღდგენა ამ 9 წლის განმავლობაში.


ისინი ითხოვდნენ ერთ რამეს, რომ ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი და სიმბოლური იყო ის, რომ ამ არჩევნების წინ, ერთმანეთისგან ორი კვირის დაშორებით, ორი მთავარი დამნაშავე, ორი სიმბოლო უსამართლობისა და წამების აღმოჩნდა ქართულ ციხეში. მეგის ქარდავა, რომელიც იყო მთავარი მწამებელი და წამების სიმბოლოდ გაქცეული ამ ქვეყანაში და მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იყო ამ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ თქვა ამ არჩევნებით, რომ ვერასდროს ვერ დაბრუნდება ძალადობრივი და დამნაშავე რეჟიმი და არც მოღალატეებს არ ექნებათ რაიმე შანსი და ილუზია ამ თუ შემდგომ არჩევნებში გამარჯვების. დღეს ეს ორი ადამიანი მეგის ქარდავა და მიხეილ სააკაშვილი თავისი თვალით ნახავენ რა განსხვავებაა მათ მიერ შექმნილ სისტემასა და იმ სისტემას შორის, სადაც არ აწამებენ ადამიანებს, სადაც მკურნალობენ თითოეულ ადამიანს, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა და სადაც უბრალოდ ადამიანურად ექცევიან ყველა პატიმარს - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930