გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის პარკის მოდერნიზებას წელს 23 მილიონი ლარი მოხმარდება

31-05-2018

სამხედრო მოსამსახურეებსა და მოწვეულ სტუმრებს ავიაციის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.


საჰაერო თავდაცვის დღესთან დაკავშირებით მოედანზე წარმოდგენილი იყო, საჰაერო თავდაცვის საშუალებები, მათ შორის საფრანგეთში შეძენილი ახალი ტექნიკა.
მინისტრმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას შეიარაღებული ძალებისთვის საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით 2018 წლის ბიუჯეტში 23 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის პარკის მოდერნიზებას მოხმარდება.


თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა მოედანზე წარმოდგენილი საჰაერო თავდაცვის საშუალებები დაათვალიერეს. ღონისძიების ფარგლებში უმწიკვლო სამსახურისთვის სამხედრო მოსამსახურეებს საშტატო იარაღი და მედლები გადაეცათ. ასევე წარმატებული სამსახურისთვის გამოეცხადათ მადლობა.


ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე ახალი ტაძრის მშნებლობასაც ჩაეყარა საფუძველი. ტაძრის საძირკველი შეიარაღებული ძალების მთავარმა სამხედრო კაპელანმა მამა დავით ლონდარიძემ აკურთხა.


1995 წლის 31 მაისს საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური ქვედანაყოფები პირველად დადგნენ საბრძოლო პოზიციებზე და საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლის მიზნით საბრძოლო მორიგეობა დაიწყეს.მას შემდეგ სწორედ ეს დღე აღინიშნება თავდაცვის დღედ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031